საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა სტრატეგიული თამაშის - „დააკავე დამნაშავე“ გამარჯვებულ ბავშვებს უმასპინძლა

, 08 ივლისი, 2018 - 12:31

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კუპატაძე პოლიციის დღისადმი მიძღვნილი სტრატეგიული თამაშის - „დააკავე დამნაშავე“ გამარჯვებულ ბავშვებს შეხვდა.

თამაშის წესების მიხედვით, მოზარდები სპეციალური მინიშნებების მეშვეობით და სხვადასხვა სირთულის დავალებების შესრულებით ეძებდნენ დამნაშავეს. გამოვლინდა 5 გამარჯვებული, რომლებსაც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისგან დიპლომები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. გამარჯვებული ბავშვები, ასევე, დაჯილდოვდნენ მთავარი პრიზით - „1-დღიანი ტური საპატრულო პოლიციაში“.

მოზარდებმა საპატრულო პოლიციის შენობა, პატრულ-ინსპექტორთა შეიარაღება, აღჭურვილობა და ახალგახსნილი ერთიანი მომსახურების ცენტრი დაათვალიერეს. ბავშვებმა საპატრულო პოლიციის საქმიანობას გაცნობის შემდეგ დედაქალაქის ისტორიულ უბნებში გადაინაცვლეს და ქვეით პატრულთან ერთად საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზე „იზრუნეს“.

არასწრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციისა და საპატრულო პოლიციის შესახებ მოზარდების ცნობიერების ამაღლების მიზნით, მსგავსი ღონისძიებების ჩატარება მომავალშიც იგეგმება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.66
  • 3.04
  • 3.42
  • 0.04
  • 0.5
  • 1.57