CNN-მა გაარკვია, რა გარიგებას შესთავაზებს ტრამპი პუტინს

პარასკევი, 29 ივნისი, 2018 - 14:53

CNN-ის ინფორმაციით, თეთრი სახლის ხელმძღვანელს სურს რაც შეიძლება მალე  გაიყვანოს ამერიკელი ჯარისკაცები სირიიდან და რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას მას გარიგებას შესთავაზებს.

გამოცემის  წყარო ირწმუნება, რომ ტრამპის წინადადება იორდანიის სასაზღვრო ზონის ტერიტორიაზე სირიის ხელისუფლების კონტროლის დაბრუნებას შეეხება, რის სანაცვლოდ, რუსეთს მოუწევს გარანტიების მიცემა, რომ დამასკოსში მყოფი ამბოხებულების დევნა არ მოხდება.

გარდა ამისა, ტრამპის გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი სირიიდან ირანის გაძევებაა და რუსეთის დახმარებით  სამხრეთ-დასავლეთით დეესკალაციის ზონის შექმნა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი და აშშ-ს პრეზიდენტები 16 ივლისს ჰელსინკში შეხვდებიან. ლიდერები განიხილავენ რუსულ-ამერიკული ურთიერთობების პერსპექტივებს, ასევე საერთაშორისო საკითხებს. დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის მოუთმენლად ელოდება ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.72
  • 3.05
  • 3.5
  • 0.04
  • 0.49
  • 1.6