მაისში 7,5%-იანი ეკონომიკური ზრდა მთავრობის სწორი ეკონომიკური პოლიტიკის ნათელი დადასტურებაა - მამუკა ბახტაძე

პარასკევი, 29 ივნისი, 2018 - 12:09

საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ მაისში 7,5% მიაღწია, რაც არის იმის ნათელი დადასტურება, რომ მთავრობა სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას ატარებს, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე „საქსტატის“ მიერ დღეს გამოქვეყნებულ ახალ მონაცემებს.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ეს არის იმის დადასტურება, განხორციელებული და დაანონსებული რეფორმები ქმნის ისეთ გარემოს, სადაც ეკონომიკური ზრდის ტემპები აუცილებლად დაჩქარებული იქნება.

„აქვე მინდა აღვნიშნო, რომ გაუმჯობესებულია ეკონომიკური ზრდის ხარისხობრივი ეფექტიც. პირველ რიგში მინდა შევეხო ექსპორტის ზრდას, რომელიც, ამავე პერიოდში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 50%-ით გაზრდილია, რაც ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორი იყო“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.03
  • 3.42
  • 0.04
  • 0.5
  • 1.58