ვაზიანში სატანკო ასეულის ამოცანაზე ორიენტირებული სწავლება ჩატარდა

ხუთშაბათი, 28 ივნისი, 2018 - 12:10

ვაზიანის მე-11 სასროელთზე I ქვეითი ბრიგადის სატანკო ბატალიონის ამოცანაზე ორიენტირებული საველე ტაქტიკური სწავლება ჩატარდა.

საველე სწავლებას თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალი, ბრიგადის გენერალი შავლეგო ტაბატაძე და ბრიგადის ხელმძღვანელობა დაესწრნენ.

ქვედანაყოფმა ოპერაციის რაიონში ადმინისტრაციული და ტაქტიკური მარში განახორციელა. ვაზიანის სასროლეთზე სატანკო ასეულებმა ჯავშანტექნიკით ტაქტიკური მანევრები შეასრულეს. მოხდა მოწინააღმდეგის აღმოჩენა-დაფიქსირება და მათი განადგურება. ასეულმა დაკისრებული ამოცანა წარმატებით შეასრულა და ოპერაციის რაიონში მნიშვნელოვანი ადგილის შენარჩუნება უზრუნველყო. სწავლება საბრძოლო სროლებით დასრულდა.

სწავლებას დამკვირვებელ-მაკონტროლებელთა ჯგუფი აკვირდებოდა. მათი დასკვნის გათვალისწინება შემდეგ სწავლებებზე აისახება. I ქვეითის ბრიგადის მე-14 სატანკო ბატალიონმა ამოცანაზე ორიენტირებული სწავლება 11 ივნისს დაიწყო. სწავლების პირველი ფაზა ბატალიონის შტაბისა და ასეულების მიერ საბრძოლო ბრძანების დამუშავებასა და გამოცემას მოიცავდა. მეორე ფაზის დროს პირადი შემადგენლობის და ჯავშანტექნიკის მომზადება პირობით სასწავლო რაიონში გადასაადგილებლად განხორციელდა.

წვრთნის მიზანს სამხედრო მოსამსახურეების მუდმივი საბრძოლო მზადყოფნა წარმოადგენს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.72
  • 3.05
  • 3.5
  • 0.04
  • 0.49
  • 1.6