გირჩის წევრი და ბიბლიური თავისუფლების მთავარი ეპისკოპოსი 500 ლარით დააჯარიმეს

ოთხშაბათი, 27 ივნისი, 2018 - 20:29

გირჩის წევრი, ბიბლიური თავისუფლების მთავარი ეპისკოპოსი ნიკა ობოლაძე საქალაქო სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე და 500-ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა.

შსს ობოლაძეს კანაფის შეძენა-შენახვას ედავებოდა. საქმე მოსამართლე ნინო ყანჩაველმა განიხილა.

გირჩი მიიჩნევს, რომ ბრალდების მსგავსად, სასამართლოს გადაწყვეტილებაც აბსურდული და დაუსაბუთებელია.

"2 მაისს, დაახლოებით, 17:00 საათისთვის, გირჩის ყოფილი ოფისის წინ (ქავთარაძის ქუჩაზე), კრიმინალური პოლიციის სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა თანამშრომლებმა უხეში ფიზიკური მოქმედებებით სცადეს დაეკავებინათ მოქალაქე, რომელიც საკუთარი სამსახურის ოფისში შედიოდა. ამ ინციდენტში გირჩის წარმომადგენლები ჩაერივნენ, რომელთა წინააღმდეგობის მიუხედავად, კრიმინალური პოლის თანამშრომლებმა მოქალაქე პოლიციის განყოფილებაში (ვაჟა-ფშაველას გამზირი, მოდულის წინ) გადაიყვანეს, სადაც მათივე თქმით, მოქალაქე განაცხადებდა, რომ უარს აცხადებს ნარკოლოგიურში გადაყვანაზე და გამოუშვებდნენ. სინამდვილეში კი ის, ნარკოლოგიურში გადაიყვანეს. განყოფილებაში შეიყვანეს ობოლაძეც, რომელსაც ხელში კანაფის ძირიანი ქოთანი ეკავა.

გირჩის წარმომადგენლებმა ქოთანი დემონსტრაციულად მიიტანეს პოლიციის განყოფილებასთან, რითიც განაცხადეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს დასჯიდნენ, ისინიც უნდა დაეკავებინათ.

აღსანიშნავია, რომ ობოლაძის დაკავებამდე ქოთანი გირჩის თითქმის ყველა წევრს ეკავა ხელში რიგრიგობით. ობოლაძე მოწმის სტატუსით დაკითხეს და რამდენიმე საათში გაათავისუფლეს. თავდაპირველად გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლით მიმდინარეობდა, თუმცა დღეს პოლიციის განყოფილებაში მისულ ნიკა ობოლაძეს განუცხადეს, რომ მუხლი გადაკვალიფიცირდა, რადგან ნივთმტკიცების სახით ამოღებულ ქოთანში მცირე რაოდენობით კანაფი იყო", - ნათქვამია გირჩის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.7
  • 3.09
  • 3.52
  • 0.04
  • 0.48
  • 1.59