აი, ასე ვიბრძვით ჩვენ - ზვიად კუპრავა ორგანიზაციის ანგარიშზე აქციის მონაწილეთა დასახმარებლად ჩარიცხულ თანხას "დათუჩა სარალიძის ფონდში" გადარიცხავს

ოთხშაბათი, 27 ივნისი, 2018 - 11:12

"სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელი და რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ზვიად კუპრავა ორგანიზაციის ანგარიშზე აქციის მონაწილეთა დასახმარებლად ჩარიცხულ თანხას  "დათუჩა სარალიძის ფონდში" გადარიცხავს.

"მეგობრებმა მითხრეს, რომ სხვადასხვა პირებმა, განსკუთრებით კი ემიგრანტებმა, ვინც ვერ ახერხებდა ფიზიკურად ჩვენს გვერდში ყოფნას, ჩემი ორგანიზაციის ,,სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის" ანგარიშზე ჩარიცხეს სხვადასხვა ოდენობის თანხები. რა თქმა უნდა, დიდი მადლობა ყოველივე მათგანს! მე მივიღე გადწყვეტილება, რომ აღნიშნული თანხა, რომელიც არც კი ვიცი რამდენია, რადგან აქციის დღიდან დღემდე ფიზიკურად ვერ მივედი ბანკამდე, სრულად გადავრიცხო ,,დათუჩა სარალიძის ფონდში", რომელიც თავის მხრივ მოხმარდება საქველმოქმედო და კეთილ მიზნებს. აი, ასე ვიბრძვით ჩვენ", - აცხადებს ზვიად კუპრავა.

ამასთან, ზვიად კუპრავა მადლობას უხდის ყველა მხარდამჭერს, რომლებიც ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ რუსთაველზე მიმდინარე აქციების დროს, კარავში მყოფ ხალხს ელემენტარული პირობები ჰქონოდა. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.7
  • 3.09
  • 3.52
  • 0.04
  • 0.48
  • 1.59