სერგი კაპანაძე მაღალჩინოსნების გამოკითხვის შემდეგ აცხადებს, რომ გამოიკვეთა ორი მნიშვნელოვანი საკითხი

სამშაბათი, 26 ივნისი, 2018 - 23:00

2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემ, ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე, კომისიის  სხდომა შეაჯამა, რომელზეც შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის წარმომადგენლები გამოიკითხა.

სერგი კაპანაძის განცხადებით,  გამოკითხვისას ახალი გარემოებები გამოიკვეთა, რაც, შესაძლოა სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველი გახდეს. მისივე თქმით, ძალოვანი უწყების წარმომადგენლებისთვის ცნობილი იყო კონფლიქტში  კიდევ ერთი მოზარდის დაჭრის შესახებ. ამასთან დაკავშირებით კონკრეტული ფაქტები არსებობს საქმეში, რასაც  სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება უნდა მოჰყოლოდა, თუმცა, გამოძიება არ მომხდარა.

„დისკუსიის შედეგად გამოიკვეთა ორი მნიშვნელოვანი საკითხი. ამასთან დაკავშირებით, ხვალ, კომისიის სხდომაზე, ვაპირებ დავაყენო საკითხი, რომ კომისიამ იმსჯელოს და შეიმუშაოს რეკომენდაციები შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოების მიმართ“, - განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ.


 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.72
  • 3.05
  • 3.5
  • 0.04
  • 0.49
  • 1.6