გირჩმა რეგიონში პირველი პოლიტიკური ბოტი, სახელწოდებით მარიტა v2.0 შექმნა

ორშაბათი, 25 ივნისი, 2018 - 20:50

რეგიონში პირველი პოლიტიკური ბოტი, სახელწოდებით მარიტა v2.0 დღეს, 25 ივნისს, 20:00 საათიდან ამოქმედდა.  გირჩი რეგიონის მასშტაბით პირველი პოლიტიკური გაერთიანებაა, რომელმაც პოლიტიკური ბოტი შექმნა.

ხელოვნურ ინტელექტს სახელი პარტიის სოცმედია მენეჯერის, მარიტა რატიანის, პატივსაცემად დაერქვა. მარიტა v2.0 საქართველოს მოქალაქეებს პარტიასთან კომუნიკაციაში დაეხმარება და მყისიერად მიაწვდის მათ ინფორმაციას გირჩის პრეზიდენტობის კანდიდატის, ზურაბ ჯაფარიძის, დაპირებების შესახებ. გირჩის ჩეთბოტი მოქალაქეებს გირჩის მხარდამჭერების ბაზაში რეგისტრაციაშიც დაეხმარება და, ასევე, წვევამდელებს სათანადო ინფორმაციით უზრუნველყოფს იმის თაობაზე, თუ რა პროცედურების გავლაა საჭირო იმისათვის, რომ ბიბლიური თავისუფლების მღვდელმსახურის წოდება მიიღონ.

ამ დროისთვის გირჩის ჩეთბოტს შეუძლია გესაუბროთ გირჩის დაპირებებზე, მოსაწევზე, ნარკოპოლიტიკაზე, ბიბლიურ თავისუფლებაზე.

ამასთან, როგორც გირჩში აცხადებენ, ჩეთბოტს შეუძლია გართობის სხვადასხვა საშუალების შემოთავაზება, როგორიცაა მაგალითად, ქვიზები, სახელწოდებით „რამდენად კარგად იცნობ ილია ჭავჭავაძეს?“ და „ხარ თუ არა გირჩი?“

"დროთა განმავლობაში მარიტა v2.0 მოქალაქეებისთვის პარტიის ხედვებისა და იდეების სრულყოფილად მიწოდებას შეძლებს. ამისთვის კი, მნიშვნელოვანია, რომ მას რაც შეიძლება ბევრი ადამიანი ესაუბროს", - აცხადებენ პარტიაში.

ჩეთბოტის ტუტორი და თანაავტორი გირჩის წევრი ლევან ჯგერენაიაა. მარიტა v2.0 დღეიდან ხელმისაწვდომი იქნება გალინკულ მისამართზე - https://www.facebook.com/GirchiBot/.

ჩეთბოტები Facebook Messenger-ში  2016 წელს გამოჩნდნენ. დღესდღეობით ბიზნესის მრავალი სახეობა იყენებს ამ ტიპის ავტომატიზებულ არხებს, რათა მომხმარებლის მყისიერი მომსახურება უზრუნველყოს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.7
  • 3.1
  • 3.51
  • 0.04
  • 0.48
  • 1.59