თეთრი სახლის პრესმდივანი სარა სანდერსი რესტორანიდან გააძევეს

ორშაბათი, 25 ივნისი, 2018 - 12:55

თეთრი სახლის პრესმდივანი სარა სანდერსი რესტორანიდან გამოაძევეს, ამის მიზეზი კი  აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მისი მუშაობა გახდა.

პარასკევს ღამით, ვირჯინიის შტატში, ლეკსინგტონში მდებარე რესტორან Red Hen-ში მისულ სარა სანდერსს მეპატრონემ რესტორნის დატოვება ოჯახთან მოსთხოვა, რითაც გამოთქვა უკმაყოფილება ტრამპის ადმინისტრაციის ქმედებებთან დაკავშირებით.

სანდერსმა მომხდარის შესახებ  კომენტარი Twitter-ზე დაწერა: "მისი ქმედებები მასზე უფრო მეტს მეტყველებს, ვიდრე ჩემზე".

რესტორნის მეპატრონემ კი Washington Post-თან განაცხადა, რომ  სანდერსი "არაადამიანური და არაეთიკური" ადმინისტრაციისთვის მუშაობს, ხოლო მისი გაძევების შესახებ თანამშრომლებს აზრი ჰკითხა, რაზეც თანხმობა მიიღო.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.72
  • 3.05
  • 3.5
  • 0.04
  • 0.49
  • 1.6