ქვეყანამ გამომიცხადა ნდობა საპრეზიდენტო და აღმასრულებელი ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე - ერდოღანი გამარჯვებას ზეიმობს

ორშაბათი, 25 ივნისი, 2018 - 12:28

თურქეთის მოქმედი პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ზეიმობს. მისი განცხადებით, საარჩევნო უბნების მიხედვით, მან  საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ტურის გარეშე გაიმარჯვა.

მედიის ინფორმაციით, ოფიციალური მონაცემებით, ერდოღანმა ხმათა 53% შეაგროვა, ხოლო მისმა მთავარმა მეტოქემ მუჰამედ ინჯემ - ხმების 31%.

სტამბოლში ერდოღანმა  მხარდამჭერებს მიმართა და განაცხადა, რომ არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად, მისი "სამართლიანობისა და განვითარების პარტია" პარლამენტში უმრავლესობით მოვა და ყველა დანარჩენ პარტიაზე მეტი ხმა მოიპოვა.

"ქვეყანამ გამომიცხადა ნდობა  საპრეზიდენტო და აღმასრულებელი ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე", - განაცხადა 64 წლის პოლიტიკოსმა.

ზოგიერთი საინფორმაციო საშუალებების ცნობით, მიუხედავად  არჩევნების არაოფიციალური შედეგებისა, ერდოღანმა უკვე მიიღო მილოცვები რამდენიმე მსოფლიო ლიდერისგან, მათ შორის, ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსგან და და უნგრეთის პრემიერ მინისტრ ვიქტორ ორბანისგან.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.02
  • 3.36
  • 0.04
  • 0.5
  • 1.57