კლუბ ბასიანთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს

პარასკევი, 22 ივნისი, 2018 - 14:49

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

"დღეს, 22 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა მიმართეს შპს „ბასიანის“ ადმინისტრაციას მოსამართლის 24 მაისის განჩინებით (რომლის მოქმედების ვადაა 30 დღე) და განუმარტეს, რომ ამ განჩინების საფუძველზე უნდა განხორციელებულიყო საგამოძიებო მოქმედებები საფინანსო-საბუღალტრო დოკუმენტაციის ამოღების მიზნით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებისთვის ადმინისტრაციას წინააღმდეგობა არ გაუწევია. ვინაიდან მოსამართლის განჩინებაში მითითებული იყო შპს „ბასიანის“ ძველი საიდენტიფიკაციო კოდი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ ჩაატარა საგამოძიებო მოქმედებები. ხარვეზის აღმოფხვრის შემდგომ კლუბ ბასიანში განხორციელდება საფინანსო-საბუღალტრო დოკუმენტაციის ამოღება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.7
  • 3.1
  • 3.51
  • 0.04
  • 0.48
  • 1.59