ირაკლი კობახიძე მარათონს „თბილისი“ შეუერთდება

ხუთშაბათი, 21 ივნისი, 2018 - 19:35

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე 24 ივნისს მარათონს - „თბილისი“ შეუერთდება.

„ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია და ხელშეწყობა ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და შესაბამისად, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ახალგაზრდები აქტიურად ჩაერთონ ისეთ აქტივობებში, რომლებიც მათი ჯანმრთელობის გაჯანსაღებასა და შენარჩუნებას ემსახურება. მოვუწოდებ ყველას, აქტიურად ჩაერთონ მარათონსა და სხვა მასობრივ სპორტულ ღონისძიებებში. თბილისის მერს კი მადლობა ამ მნიშვნელოვანი ინიციატივისთვის“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მარათონი თბილისის მერის, კახა კალაძის ინიციატივით დაფუძნდა და მიზნად ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას ისახავს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.68
  • 3.03
  • 3.43
  • 0.04
  • 0.49
  • 1.58