სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სისხლის უანგარო დონაციისთვის დააჯილდოვეს

ხუთშაბათი, 21 ივნისი, 2018 - 11:17

სისხლის დონორთა მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში უანგარო დონორებისა და მხარდამჭერი ორგანიზაციების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

ცერემონიაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სისხლის უანგარო დონაციისთვის დაჯილდოვდა. ღონისძიებას ესწრებოდნენ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის დირექტორი მარინა დარახველიძე და საქართველოში ვიზიტად მყოფი ევროკომისიის ექსპერტთა მისიის წარმომადგენლები.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ინიციატივით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები სამი წელია ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლს უანგაროდ გასცემენ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.7
  • 3.1
  • 3.51
  • 0.04
  • 0.48
  • 1.59