დღეს ჩვენ ყველაზე მეტად ვართ დაახლოებული ნატოსთან - ლევან იზორია

სამშაბათი, 19 ივნისი, 2018 - 17:13

 საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციის წარმატებულ პროცესზე გაამახვილა ყურადღება.

ლევან იზორიამ აღნიშნა, რომ საქართველოს წარმატება სამაგალითოა ნატოს პარტნიორი ქვეყნებისთვის და სამოდელო ქვეყნადაა დასახელებული. მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, სწორედ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში გერმანიასთანკონტრმობილურობის კუთხით ახალი ინიციატივა არსებობს, რაც 45 მილიონი ევროს ოდენობის მასშტაბურ ფინანსურ დახმარებას ითვალისწინებს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, რომ საქართველო ნატოს წინაშე აღებული ვალდებულებების ერთგული რჩება, რომელიც საერთაშორისო მისიებში შეიარაღებული ძალების მონაწილეობასა და მათი ფუნქციების განხორციელებას უკავშირდება.

„დღეს ჩვენ ყველაზე მეტად ვართ დაახლოებული ნატოსთან, დღეს საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერით განხორციელებული პრინციპული რეფორმებით უპრეცედენტო მხარდაჭერა გვაქვს, განსაკუთრებით, აშშ-სგან. საქართველოს მთავრობის პროგრამით განსაზღვრული პრიორიტეტების ფარგლებში ჩვენ უფრო ეფექტიანად ვივლით იმ გზაზე, რასაც ჰქვია ნატოში საქართველოს სრულფასოვანი გაწევრიანება,“ - აღნიშნა ლევან იზორიამ.

საკომიტეტო მოსმენაზე თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ნატოსთან თავსებადობის თვალსაზრისით ლოგისტიკურ მიმართულებაზეც გაამახვილა ყურადღება.

„წელს სამიტის ფარგლებში ნატო განსაზღვრავს ახალი - ლოგისტიკის სარდლობის ჩამოყალიბებას და სწორედ, ეს პრიორიტეტი ხაზს უსვამს ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობების, ინფრასტრუქტურის, მათ შორის ჩვენი შეიარაღებული ძალების სწრაფი გადაადგილებისა და მობილურობის კომპონენტის უზრუნველყოფას სწორი ლოგისტიკის პირობებში“, - განაცხადა იზორიამ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.01
  • 3.36
  • 0.04
  • 0.49
  • 1.57