კახა კახიშვილი N7 პენიტენციურ დაწესებულებას ხურავს

სამშაბათი, 19 ივნისი, 2018 - 15:14

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის კახა კახიშვილის გადაწყვეტილებით, N7 პენიტენციური დაწესებულება დაიხურება.

როგორც კახა კახიშვილმა პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, დაწესებულების დახურვა წამების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს 26 ივნისს იგეგმება.

„სულ ახლახანს ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ დღეებში, ალბათ,წამების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს – 26 ივნისს, დავხურავთ ავადსახსენებელ N7 პენიტენციურ დაწესებულებას. აღნიშნული დაწესებულება მოხვედრილია CPT-ისანგარიშში.სახალხო დამცველთან ერთად დავხურავთ აღნიშნულ დაწესებულებას და იმედია, მსგავსი ტიპის პენიტენციური დაწესებულება საქართველოში არასდროს იქნება“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა პარლამენტში სამი გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე ყურადღება ასევე სისტემაში გატარებულ და დაგეგმილ რეფორმებზე გაამახვილა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.7
  • 3.09
  • 3.52
  • 0.04
  • 0.48
  • 1.59