გიორგი გახარია პოლიციელებისათვის ბინათმშენებლობის ახალ პროგრამას აანონსებს

სამშაბათი, 19 ივნისი, 2018 - 13:49

 შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ პოლიციელებისათვის გრძელვადიანი ბინათმშენებლობის პროექტი დააანონსა, თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა და რუსთავში.

„ჩვენ გვესმის, რომ პოლიციელისთვის რომელიც ზრუნავს სხვა მოქალაქის უსაფრთხოებაზე 250 ლარი დღევანდელი ხელფასიდან არ არის იდეალური, თუმცა ეს არის რაც ჩვენ დღეს შევძელით, რა თქმა უნდა ჩვენ ამას გავაგრძელებთ მომავალი წლიდანაც და ასევე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ წელს სოციალური კომპონენტის გასაძლიერებლად დავიწყებთ ბინათმშენებლობის ახალ პროგრამას, რომელიც მოიცავს თბილისს, ბათუმს, ქუთაისს ზუგდიდს და რუსთავს. ეს იქნება ის კომპონენტი რომელიც სოციალურ გარანტიებს გაზრდის თითოეული პოლიციელისათვის და მათ თავიანთი ცხოვრების გრძელვადიანი დაგეგმარების საშუალებას მისცემს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.03
  • 3.42
  • 0.04
  • 0.5
  • 1.58