პატრულ-ინსპექტორებმა თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი სიკვდილს გადაარჩინეს

ორშაბათი, 18 ივნისი, 2018 - 12:12

პატრულ-ინსპექტორებმა თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი სიკვდილს გადაარჩინეს. სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა მამაკაცი ხიდიდან მდინარეში გადახტომას აპირებდა.

პატრულ-ინსპექტორებმა - გახო ონიანმა და გაგა ბზიკაძემ მოქალაქეთა შეტყობინებაზე მყისიერი რეაგირება მოახდინეს და 1986 წელს დაბადებული ზ.ჯ., რომელიც ხიდის მოაჯირზე იყო დაკიდებული, ამოიყვანეს. მას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შემთხვევა 16 ივნისს თბილისში, ბარათაშვილის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს დასახმარებლად მოქალაქეებმა მიმართეს. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.7
  • 3.1
  • 3.51
  • 0.04
  • 0.48
  • 1.59