ძლიერი წვიმის შედეგად შეზღუდული მოძრაობა ყველა ცენტრალურ გზაზე აღდგენილია

, 17 ივნისი, 2018 - 11:55

 ძლიერი წვიმის შედეგად შეზღუდული მოძრაობა ყველა ცენტრალურ გზაზე აღდგენილიალ - ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

დეპარტამენტის ინფორმაციით, მთელი დღის განმავლობაში ინტენსიური და ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე საავტომობილო გზაზე მოძრაობა დროებით შეფერხდა. ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის 55-ე კმ-ზე ადიდდა ხევები, რამაც საავტომობილო მოძრაობის შეჩერება გამოიწვია. ადგილზე მთელი დღის განმავლობაში მუშაობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები. ამ დროისთავის პრობლემა აღმოფხვრილია და ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე გადაადგილება შეუფერხებლადაა შესაძლებელი.

ძლიერი წვიმის გამო, ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის 37-ე კმ-ზე, გზის პირას ფერდი ჩამოიშალა და გზა გადაკეტა.ოპერატიულად ჩატარებული სამუშაოს შედეგად, საავტომობილო მოძრაობა 3 საათში აღდგა.

წვიმამ პრობლემები შექმნა ასევე მარნეული-სადახლოს გზის 25-ე კმ-ზე. ნიაღვრის შედეგად ჩამოტანილმა მასამ საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივად ჩაკეტა. ამ მონაკვეთზე, საავტომობილო მოძრობა უკვე აღდგენილია ორმხრივ რეჟიმში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.7
  • 3.09
  • 3.52
  • 0.04
  • 0.48
  • 1.59