სამხედრო პოლიციის დღე კრწანისში აღინიშნა

პარასკევი, 15 ივნისი, 2018 - 16:01

ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ სასწავლო ცენტრში (JTEC) სამხედრო პოლიციის დღე აღინიშნა. პროფესიული დღე სამხედრო პოლიციელებს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ზაალ კაპანაძემ და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, პოლკოვნიკმა აბესალომ მანჯავიძემ მიულოცეს. ღონისძიება საჩვენებელი საველე-ტაქტიკური სწავლებებით დაიწყო.

სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის აღმოსავლეთ ბატალიონმა პატრულირების ოპერაცია, ხოლო სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დაცვისა და უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს დაცვის სამმართველოს პირადმა შემადგენლობამ - მაღალი დონის სტუმრის ფიზიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის ოპერაცია წარმოადგინეს.

სიტყვით მიმართვისას გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ სამხედრო პოლიციელებს თავდაცვის მინისტრის მილოცვა გადასცა და შეიარაღებულ ძალებში სამხედრო პოლიციის როლის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ღონისძიების ფარგლებში წარმატებულ სამხედრო პოლიციელებს საშტატო იარაღები გადაეცათ, პირადი შემადგენლობა მედლებით „გენერალ კვინიტაძე“ და „სამშობლოსთვის თავდადებული“ დაჯილდოვდნენ. საზეიმო ღონისძიება სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის შეიარაღების გამოფენით დასრულდა.

საპოლიციო დანიშნულების ქვედანაყოფები საქართველოს შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში მისი შექმნის დღიდან არსებობდა. სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი 2005 წელს შიქმნა, რითაც საფუძველი ჩაეყარა უწყების, როგორც ინსტიტუციის ჩამოყალიბებას და განვითარებას. 2015 წელს, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის განვითარებში უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადაიდგა. სამხედრო პოლიცია საბრძოლო კომპონენტით გაძლიერდა, უწყების ფარგლებში აღმოსავლეთისა და დასავლეთის ბატალიონები შეიქმნა.

ამჟამად, სამხედრო პოლიციის ბატალიონები ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში არიან ჩართული და მათზე დაკისრებულ ამოცანებს წარმატებით ახორციელებენ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.01
  • 3.36
  • 0.04
  • 0.49
  • 1.57