საქართველოს მთავარი პროკურორის პოსტზე კიდევ 3 კანდიდატურა წარადგინეს

პარასკევი, 15 ივნისი, 2018 - 12:16

მთავარი პროკურორის პოსტზე კიდევ სამი კანდიდატი − მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე, გრიგოლ გაგნიძე და იოსებ ბაჩიაშვილი წარადგინეს.

სხვა კანდიდატთა მსგავსად, მათი წარდგინება საპროკურორო საბჭოს საიტზე − http://pc.gov.ge − აიტვირთა. წარდგენილი კანდიდატების ვინაობა, რეკომენდატორი ორგანიზაციები და სხვა დოკუმენტები ყველა დაინტერესებული პირისათვის ხელმისაწვდომია.

გიორგი გოგაძე და გრიგოლ გაგნიძე ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიამ წარადგინა, იოსებ ბაჩიაშვილი კი სამოქალაქო მოძრაობა „თანამოზიარემ“.

დღეისათვის მთავარი პროკურორის პოსტზე 7 კანდიდატია წარდგენილი.

მთავარი პროკურორობის პოსტზე ასევე წარდგენილია პაატა შავაძე, ზურაბ ჯორბენაძე, გია ბერძენიძე, და ნანა რევაზიშვილი.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.7
  • 3.09
  • 3.52
  • 0.04
  • 0.48
  • 1.59