ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მხარდასაჭერად 250 000 დოლარი დაიხარჯება

ხუთშაბათი, 14 ივნისი, 2018 - 10:57

 ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მხარდასაჭერად 3 წლის განმავლობაში  250 000 დოლარი  დაიხარჯება. აღნიშნულის შესახებ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და გლობალური კონსერვაციის ფონდს (GC) შორის, საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა. 

ხელშეკრულებას ხელი მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილმა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ვალერიან მჭედლიძემ და ფონდის ხელმძღვანელმა ჯეფ მორგანმა მოაწერეს.

თანამშრომლობის მიზანია ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ბიომრავალფეროვნების დაცვა და მართვის ეფექტურობის უზრუნველყოფა. ხელშეკრულება ითვალისწინებს ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას, რაც გულისხმობს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის შესაბამისი აღჭურვილობით უზრუნველყოფას, რაც ხელს შეუწყობს პარკის ტერიტორიაზე პატრულირების სისტემის გაუმჯობესებას, ბუნებრივი რესურსების უკეთ დაცვასა და ეფექტურ მართვას.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.7
  • 3.1
  • 3.51
  • 0.04
  • 0.48
  • 1.59