ჩვენ, ყველას დაგვავიწყდა, რომ საუბარია მოზარდებზე - ნათია მეზვრიშვილი

სამშაბათი, 12 ივნისი, 2018 - 23:09

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ეთერში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საკითხსაც შეეხო.

„გამოძიებას სერიოზულად უნდა მივუდგეთ იმიტომ, რომ ვიღაცეების მოსაზრებით და თუნდაც, შინაგანი რწმენით, თუნდაც ჩემი საგამოძიებო უწყების, თუნდაც პროკურორის, თუნდაც მოსამართლის შინაგანი რწმენით, თუნდაც ეჭვებით, რომ ვიღაცა არის მკვლელი, ასე არც დაკავება ხდება პირის, არც ბრალის წარდგენა და არც გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა. სამართლებრივ სახელმწიფოში ვცხოვრობთ. ერთი მოწმის ჩვენება და ერთი მტკიცებულება - ირიბი მტკიცებულება მათ შორის არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ადამიანები დავაკავოთ. შეგახსენებთ, საუბარია მოზარდებზე, რაც სხვათაშორის ყველას დაავიწყდა და ჩემთვის, პირადად, იმ ადამიანისთვის, რომელსაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების განვითარებაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი, ძალიან მძიმე საყურებელი და მოსასმენია ეს ყველაფერი. ჩვენ, ყველას დაგვავიწყდა, რომ საუბარია მოზარდებზე და დღეს ადამიანები გამოდიან და ისე ითხოვენ მათ შორის მოწმის და ბრალდებულის სტატუსით მოზარდების დაკავებას, რომ არ ფიქრობენ იმას და არ კითხულობენ გვაქვს კი მტკიცებულებები საიმისო რომ კონკრეტული პირების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დავიწყოთ, დავაკავოთ და ბრალი წავუყენოთ“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.7
  • 3.1
  • 3.51
  • 0.04
  • 0.48
  • 1.59