ძლიერი წვიმის გამო, თბილისში ავტოტრანსპორტით მოძრაობა გართულებულია

სამშაბათი, 12 ივნისი, 2018 - 00:01

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ძლიერი წვიმის გამო თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე ავტოტრანსპორტით მოძრაობა გართულებულია. კერძოდ, ამ დროისათვის, წყლის ჭარბი ნაკადი შეინიშნება თბილისის ჩრდილოეთ ნაწილში - დიდი დიღმისა და გლდანი-ნაძალადევის ტერიტორიებზე.

გარდა ამისა, ქალაქის ზოგიერთ ქუჩაზე ავტომანქანების მოძრაობა შეფერხებულია, ხოლო გმირთა მოედანი-თამარაშვილის მიმართულებით - ე.წ. ვერეს ხეობის მიმართულებით, მოქმედებს მოძრაობის დროებითი შეზღუდვის რეჟიმი.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.03
  • 3.42
  • 0.04
  • 0.5
  • 1.58