სახალხო დამცველი აქციის მონაწილეთა მიერ გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას ეხმიანება

ორშაბათი, 11 ივნისი, 2018 - 12:51

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას გამოეხმაურა.

"საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, შეკრებისა და მანიფესტაციის გამართვა ტრანსპორტის სავალ ნაწილზე დასაშვებია მაშინ, როდესაც შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარება შეუძლებელია სხვაგვარად მონაწილეთა რაოდენობიდან გამომდინარე. საქართველოს მთავრობას ან თვითმართველობის ორგანოს აქვს უფლება შეზღუდოს პირის უფლება გამართოს მანიფესტაცია ან შეკრება ტრანსპორტის სავალ ნაწილზე, თუ გზის გადაკეტვა არ არის განპირობებული ხალხის რაოდენობით.

სახალხო დამცველის აპარატი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს ზაზა სარალიძის და სხვა დაზარალებულთა უფლებების დასაცავად; ცდილობს მიაგნოს და შეისწავლოს საქმის ყველა დეტალი, რაც ნათელს მოფენს მართლმსაჯულების აღსრულებაში ხელის შემშლელ ფაქტორებს და გამოკვეთს ამ დანაშაულში მონაწილე პასუხისმგებელ პირებს. აპარატი ასევე მუშაობს სისტემური პრობლემის აღმოსაფხვრელად", - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.7
  • 3.1
  • 3.51
  • 0.04
  • 0.48
  • 1.59