ისევ გააგრძელეს ჩემი შვილის და მალხაზ მაჩალიკაშვილის შვილის სულში ჩაფურთხება - ზაზა სარალიძე

, 10 ივნისი, 2018 - 18:38

ხორავას ქუჩაზე ერთ-ერთი მოკლული სკოლის მოსწავლის მამა ზაზა სარალიძე იუსტიციის მინისტრის  თეა წულუკიანისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვს. გარდა ამისა, სარალიძე პროკურატურის სისტემის მთლიანად ჩამოშლას და მთავარი პროკურორის შერჩევას არასამთავრობო სექტორიდან მოითხოვს.

როგორც ზაზა სარალიძემ აქციაზე განაცხადა, გახარიას უწყებამ დაიწყო მისი შვილის მკვლელობის საქმის გაყალბება,"არ ვენდობი გახარიას", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

"ისევ გააგრძელეს ჩემი შვილის და მალხაზ მაჩალიკაშვილის შვილის სულში ჩაფურთხება", - აცხადებს სარალიძე და ამბობს, რომ აღარ მისცემს მათ მოტყუების უფლებას.

"მე ბრძოლას არ შევწყვეტ მანამ, სანამ ჩემი კონკრეტული მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, იქიდან გამომდინარე, რასაც სამართლიანად ვითხოვ", - განაცხადა ზაზა სარალიძენ აქციაზე. 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.03
  • 3.42
  • 0.04
  • 0.5
  • 1.58