ვაშინგტონში მყოფი საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კონგრესმენ პიტენგერს შეხვდა

პარასკევი, 08 ივნისი, 2018 - 11:45

 საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სოფო კილაძის ხელმძღვანელობით, ვაშინგტონში კონგრესმენ პიტენგერს შეხვდა.

დელეგაციის შემადგენლობაში შედიან რატი იონათამიშვილი, ირაკლი ბერაია და გიორგი ტუღუში. ქართველმა პარლამენტარებმა აღნიშნეს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების მნიშვნელობა და ამერიკის განსაკუთრებული მხარდაჭერა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმებისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. დელეგაციამ ისაუბრა, საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ, ისევე, ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის პრიორიტეტებსა და საქმიანობაზე.

ქართული მხარის მიერ განსაკუთრებულად იქნა ხაზგასმული საქართველოსა და ამერიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების როლსა და მნიშვნელობას, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების, ასევე, საქართველოსათვის, ისაუბრეს იმ კონკრეტულ დადებით შედეგებზე, რასაც მოიტანს ხელშეკრულების ამოქმედება ორივე ქვეყნისათვის.

კონგრესმენმა დაადასტურა აშშ-ს განსაკუთრებული მხარდაჭერა სტრატეგიულ პარტნიორთან, საქართველოსთან მიმართებით, მათ შორის, დემოკრატიული და ადამიანის უფლებების სფეროში რეფორმების კუთხით. მისივე განცხადებით, კონგრესმენი მხარს უჭერს საქართველოსა და ამერიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ხელმოწერას.

ვიზიტი ხორციელდება აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, დავით ბაქრაძის მხარდაჭერით.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.7
  • 3.09
  • 3.52
  • 0.04
  • 0.48
  • 1.59