თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც ითხოვთ ქვეყანის ჩამონგრევას, დაშლას და დესტაბილიზაციას. ამას ვერ მიიღებთ - არჩილ თალაკვაძე

ოთხშაბათი, 06 ივნისი, 2018 - 18:10

უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ უმცირესობის წარმომადგენლების მხრიდან  2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის მიმართ უნდობლობის გამოცხადების პასუხად გაიხსენა, თუ რა მოხდა კომისიის შექმნის მომენტში.

„ბიუროს სხდომაზე ნაციონალური მოძრაობა გამოვიდა კატეგორიული მოთხოვნით, რომ შექმნილიყო საგამოძიებო კომისია. მათ ეგონათ, რომ სახელისუფლებო გუნდი მხარს არ დაუჭერდა ამ მოთხოვნას. როგორც კი დაინახეს, რომ ჩვენ პრინციპულად მხარი დავუჭირეთ კომისიის შექმნას და არამარტო მხარი დაუჭირეს, როგორც ხედავთ, უმრავლესობა არის უმცირესობაში, მათ ნახევარ საათში შეცვალეს 180 გრადუსით თავისი გადაწყვეტილება და დღეს ამბობენ, რომ ამ ყველაფერს აზრი არ აქვს და კომისიის შექმნა არის არაეფექტური ნაბიჯი“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისი თქმით, ადამიანები, რომლებიც გადაწყვეტილებებს ასე უცებ ცვლიან, ხალხის ნდობას არ იმსახურებენ.

„ნუ აიგივებთ თავს სარალიძესთან. თქვენ ვერასდროს ვერ იქნებით ერთი და იგივე იმიტომ, რომ სარალიძე არის ადამიანი, რომელიც ითხოვს სამართლიანობას, თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც ითხოვთ ქვეყანის ჩამონგრევას, დაშლას და დესტაბილიზაციას. ამას ვერ მიიღებთ, ეს პროცესი ვერ გასცდება პოლიტიკურ და სამართლებრივ ფორმატებს“, - მიმართა ოპოზიციის წარმომადგენლებს არჩილ თალაკვაძემ.

მისი თქმით, სრული სიცრუეა დროის გაჭიანურებაზე საუბარი, რადგან ამ საქმეზე გამოძიება ისედაც მიმდინარეობს და ეს დრო ისედაც საჭირო იქნება, ვიდრე სასამართლო სხდომები საბოლოოდ დასრულდება.

„სახეზეა პოლიტიკური ფარისევლობა და საზოგადოებამ განსაჯოს, ვის უნდა ამ საქმეში სიმართლე“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.7
  • 3.1
  • 3.51
  • 0.04
  • 0.48
  • 1.59