ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელ საგამოძიებო კომისიას სერგი კაპანაძე უხელმძღვანელებს

ოთხშაბათი, 06 ივნისი, 2018 - 18:04

პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე პარლამენტში 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა.

საგამოძიებო კომისია 11 წევრისგან შედგება და მას ფრაქცია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისათვის“ წევრი, სერგი კაპანაძე უხელმძღვანელებს.

კომისიის შემადგენლობაში არიან: არჩილ თალაკვაძე - ფრაქცია „ქართული ოცნება“, მამუკა მდინარაძე - ფრაქცია „ქართული ოცნება“, ეკა ბესელია - ფრაქცია „ქართული ოცნება“, სოფო კილაძე - ფრაქცია „ქართული ოცნება“, ანრი ოხანაშვილი - ფრაქცია „ქართული ოცნება“, დიმიტრი ცქიტიშვილი - ფრაქცია „ქართული ოცნება“, ირაკლი აბესაძე - ფრაქცია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისათვის“, ირმა ნადირაშვილი - ფრაქცია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისათვის“, ხათუნა გოგორიშვილი - ფრაქცია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისათვის“, გიორგი ბოკერია - ფრაქცია „ევროპული საქართველო,“ოთარ კახიძე - ფრაქცია „ევროპული საქართველო“, ელენე ხოშტარია - ფრაქცია „ევროპული საქართველო“, სერგო რატიანი - ფრაქცია „ევროპული საქართველო“, მამუკა ჩიქოვანი - ფრაქცია „ევროპული საქართველო - რეგიონები“, ადა მარშანია - ფრაქცია "საქართველოს პატრიოტებიდან“, სალომე ზურაბიშვილი - დამოუკიდებელი დეპუტატი, რომელიც არ არის გაერთიანებული არცერთ ფრაქციაში.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის განცხადებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის გამოსაკვლევი საკითხია - 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტი.

დროებითი საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილების ვადად განისაზღვრა 3 თვე,

„საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დაადგინა კვოტები საგამოძიებო კომისიაში ფრაქციებისათვის და დამოუკიდებელი პარლამენტის წევრისთვის. დადგენილი კვოტების შესაბამისად, ფრაქციებმა წარმოადგინეს შესაბამისი კანდიდატურები“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.  

მისივე განცხადებით, კომისიის შექმნაზე გადაწყვეტილება პარლამენტმა მიიღო.

„დიახ, კომისია უნდა შეიქმნას, რადგან ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებაში არის კითხვები. კითხვები გვაქვს ჩვენც. ეს არის ის შემთხვევა, როდესაც სიმართლის დადგენა არის ყველას ინტერესში და საპარლამენტო მექანიზმი არის სწორედ საგამოძიებო კომისია“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.

პარლამენტმა დადგენილებას „2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე“ 95 ხმით 1-ის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი. კომისიის თავმჯდომარედ სერგი კაპანაძის კანდიდატურას 91-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.7
  • 3.09
  • 3.52
  • 0.04
  • 0.48
  • 1.59