მთავარი პროკურორი უნდა იყოს ყრუ და ბრმა ყველა მოთხოვნის მიმართ და უნდა იყოს აბსოლუტურად დამოუკიდებელი - ვახტანგ ხმალაძე

ოთხშაბათი, 06 ივნისი, 2018 - 15:02

 კონსტიტუციონალიტმა, პროფესორმა ვახტანგ ხმალაძემ, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში მთავარი პროკურორის არჩევაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არასწორად დანიშნულმა კანდიდატმა, შესაძლოა, ხელისუფლება გადაიყოლოს.

“ნებისმიერი გადაწყეტილების მიღება, როდესაც ის მიმდინარეობს მოთხოვნების ფონზე, გახლავთ პრობლემური, რადგან ეს ხელს უშლის გაწონასწორებულობას. რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ამ ფონმა, რომელიც ახლა გახლავთ, მთავარი პროკურორის არჩევის წინ, შესაძლოა, ხელი შეუწყოს იმ გარემოებას, რომ დაინიშნოს უკეთესი მთავარი პროკურორი. საზოგადოებაში ძალინ დიდი უკმაყოფილებაა, როგორც მთავარი პროკურორის, ისე პროკურატურის მუშაობის და მთლიანად ხელისუფლების მიმართ. დღემდე არცერთი მთავარი პროკურორი არ აკმაყოფილებდა იმ პირობებს, რასაც ადგენს კონსტიტუცია და კანონი მთავარი პროკურორისთვის. მთავარ პროკურორს უნდა ჰქონდეს უმწიკვლო რეპუტაცია, უნდა იყოს პროფესიონალი სისხლის სამართალის სფეროში, მას უნდა ჰქონდეს საკმარისი პროფესიული და ცხოვრებისეული გამოცდილება და უმთავრესი, მთავარი პროკურორი უნდა იყოს დამოუკიდებელი, როგორც პოლიტიკური ძალებისაგან, ისე საზოგადოებაში მოქმედი ღია თუ ფარული ჯგუფებისაგან. ამას ამბობს კანონი! კანონი საკმარის გარანტიებს იძლევა იმისათვის, რომ მთავარმა პროკურორმა შეინარჩუნოს დამოუკიდებლობა. იგი კიდეც რომ არ დაემორჩილოს მმართველი ძალის მოთხოვნებს, ძალიან გაუჭირდებათ თანამდებობიდან მისი გადაყენება, მითუმეტეს, წლის ბოლოს, კონსტიტუციის რედაქციის ვარიანტი შევა ძალაში და ამის მერე, მთავარ პროკურორს მეტად გაეზრდება დაცულობის ხარისხი. უკვე დანიშნული პირი მოიპოვებს კანონის მიერ ფართო დამოუკიდებლობას. ოღონდ მას უნდა უნდოდეს ეს დამოუკიდებლობა. მთავარი პროკურორი უნდა ხელმძღვანელობდეს მხოლოდ კონსტიტუციით და უნდა იყოს ყრუ და ბრმა ყველას მოთხოვნების მიმართ.

იუსტიციის მინისტრმა 1 თვის განმავლობაში უნდა წარუდგინოს 3 კანდიდატი საპროკურორო საბჭოს, საბჭომ ფარული კაენჭისყრით უნდა გამოჰყოს 1 კანდიდატი (2/3- მა ანუ 15-დან 10 წევრმა მხარი უნდა დაუჭიროს ამ კანდიდატს) და შემდეგ წარუდგინოს მთავრობას, თანხმობის მისაღებად, თანხმობის შემთხვევაში, კანდიდატურა წარედგინება პარლამენტს და კენჭისყრის შედეგად იგი მტკიცდება თანამდებობაზე. ამდენმა პროცედურამ ერთი შეხედვით უნდა უზრუნველყოს ის, რომ მივიღოთ კარგი მთავარი პროკურორი. მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ასე არაა, რადგან იუსტიციის მინისტრი ქვეყნის მმართველი პოლიტიკური ფიგურაა, საპროკურორო საბჭოსაც ის ხელმძღვანელობს, 15-დან 8 წევრი პროკორორთა კონფერენციის მიერ გახლავთ არჩეული. პროკორორთა უმრავლესობა არჩეულია სწორედ მთავარი პროკურორის მიერ და ისინი იმდენად არიან დამოუკიდებლები, რამდენადაც მთავარი პროკურორია დამოუკიდებელი. ჩვენს ვითარებაში ასეთი დამოუკიდებლობა ჯერ არ გვქონია. დიდი ალბათობით, იუსტიციის მინისტრი წარადგენს ხელისუფლებისთვის სასურველ კანდიდატურებს (სამიდან ერთს მაინც), საპროკურორო საბჭო და მთავრობა მხარს დაუჭერს ამ კანდიდატურას და დიდი ალბათობით საპარლამენტო უმრავლესობა მას დაამტკიცებს. ამდენად, ყველაზე მნიშვნელოვანი ამჟამად გახლავთ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება, თუ ისინი გააცნობიერებენ რა შეიძლება მოჰყვეს არასწორ დანიშნვას, მაშინ მაღალი ალბათობით, ჩვენ მივიღებთ კარგ მთავარ პროკურორს. დიდი საზოგადოებრივი პროტესტი, ამჟამად, დაყოვნების რეჟიმშია და ის უცებ აფეთქდება, თუ არასათანადო პირი იქნა არჩეული, ამან შეიძლება გადაიყოლოს ხელისუფლება და მძიმე შედეგები დადგეს ქვეყნისათვის”, – აღნიშნა ხმალაძემ “კვირას” პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.7
  • 3.09
  • 3.52
  • 0.04
  • 0.48
  • 1.59