5 ივნისი გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეა

სამშაბათი, 05 ივნისი, 2018 - 11:20

5 ივნისს გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. 1972 წლის 15 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 5 ივნისი გარემოს დაცვის დღედ გამოაცხადა. ამ დღეს სტოკჰოლმში გაიხსნა გაეროს კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა ადამიანის საარსებო გარემოს პრობლემების განხილვას.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით "გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა"(UNEP) ყოველი წლის 5 ივნისს უძღვნის ერთ-ერთ გარემოსდაცვით საკითხს. 2018 წლის  მთავარი თემა პლასტიკისა და ბიოდეგრადირებად პარკებს ეხება.

გაეროს გარემოსდაცვითი დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს ადამიანთა პასუხისმგებლობის გაცნობიერებას გარემოს მიმართ, მისი მდგრადი განვითარებისათვის ხელშეწყობას, შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიურ ჩართვას.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.7
  • 3.1
  • 3.51
  • 0.04
  • 0.48
  • 1.59