მგონია, რომ ქალაქის მერს "გაუჩალიჩეს" და საერთოდ, ბევრ რამეს გაუჩალიჩებენ კიდევ - თინათინ ხიდაშელი

ორშაბათი, 04 ივნისი, 2018 - 13:36

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი ვარაუდობს, რომ თბილისში მეტროს თანამშრომლების გაფიცვა კახა კალაძის წინააღმდეგაა მიმართული და არ გამორიცხავს, ავტობუსებისა და სამარშრუტო ტაქსების  მძღოლებიც გაიფიცნონ.

"მეტრო გაფიცულია. ქალაქში ჩვეულებრივი სატრანსპორტო კოლაფსია და ამ დროს რითია დაკავებული ქალაქის მერია? - გაფიცულების დისკრედიტაციით, ისედაც მაღალი ხელფასი აქვთ რა უნდათო; - მათი პედაგოგებთან დაპირისპირებით, თქვენზე მეტი ხელფასები აქვთო; - ალბათ რამდენიმე საათში ნაცებმა ჩაგვიდესო იტყვიან; და მეც კი მგონია რომ ქალაქის მერს უკაცრავად ჟარგონისთვის ამ ფონზე "გაუჩალიჩეს" ეს აქცია და საერთოდ ბევრ რამეს გაუჩალიჩებენ კიდევ არა მხოლოდ ნაცები, არამედ მისივე პარტია და ხელისუფლება მაგრამ ეს რომ პასუხად არ გამოდგება კი უნდა ხვდებოდეს წესით ამდენს", - აცხადებს თინათინ ხიდაშელი.

ხიდაშელის თქმით, ავტობუსების და სამარშრუტოების მძღოლებიც რომ გაიფიცონ, არ გაგიკვირდეთ და ის 200 ლურჯი ავტობუსი მოითხოვონ ნარმანიას მერობის დროს რომ "შემოვიდა", მაგრამ არასად ჩანს, "მერე კი იქნება თბილისი სიცოცხლის ქალაქი - ყველა ფეხით ვივლით, ჰაერი გაიწმინდება და გავჯანსაღდებით", - აცხადებს ხიდაშელი.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.03
  • 3.42
  • 0.04
  • 0.5
  • 1.58