ნაცმოძრაობა აშკარად ცდილობს ზაზა სარალიძის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებას - ალეკო ელისაშვილი ზაზა სარალიძეს მიმართავს

, 03 ივნისი, 2018 - 14:26

ალეკო ელისაშვილი ზაზა სარალიძეს მიმართავს.

"ცოტა ხნის წინ ვიყავი მისული რუსთაველზე, კარვებთან. მსურდა ზაზა სარალიძის პირადად ნახვა და მასთან დალაპარაკება. სამწუხაროდ ის ადგილზე არ დამხვდა და ტელეფონიც გათიშული აქვს. ყველამ დავინახეთ რომ ნაციონალური მოძრაობა აშკარად ცდილობს ზაზა სარალიძის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებას და ცდილობს რევოლუციის მცდელობას. რითაც ახდენს ბოლო დღეების მოვლენების მარგინალიზებას და რაც მთავარია ამით უზარმაზარ საჩუქარს უკეთებს ქართულ ოცნებას.

არადა, ახლა არის შანსი რომ რეალურად დაიწყოს ძალადობრივი სისტემის დაშლა. იმით რომ მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ხელისუფლებას დავანიშნინოთ დამოუკიდებელი კანდიდატი: ანა დოლიძე, შალვა შავგულიძე, ლია მუხაშავრია ან ანა ნაცვლიშვილი. ეს უნდა იყოს ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი მოთხოვნა. წარმოიდგინეთ დამოუკიდებელი, საზოგადოებრივი მხარდაჭერის მქონე მთავარი პროკურორი! ეს იქნება რეალური და ყველაზე ეფექტური მიღწევა ამ ეტაპზე. თუ ეს არ მოხდა მაშინ ოცნება კუპრავების, მაჭუტაძეების და ბაჩუკი ქარდავების ავანტიურიზმის წყალობით თავს დაიძვრენს სიტუაციიდან.

კიდევ ერთხელ მივმართავ ზაზა სარალიძეს - როგორც მოქალაქე მოქალაქეს, როგორც მშობელი მშობელს - ეს არის თქვენი ბრძოლა და თუ გსურთ რეალური შედეგი- მკვლელების დასჯა, სისტემის დანგრევა - მოითხოვეთ მთავარ პროკურორად დამოუკიდებელი ადამიანი. ნუ, აყვებით სააკაშვილის რევოლუციობანას. ეს წყალში ჩაყრის ყველაფერს. ვფიცავარ ჩემი შვილების სიცოცხლეს მე მალაპარაკებს მხოლოდ თქვენი გულწრფელი მხარდაჭერა, მალაპარაკებს მხოლოდ ამ ქვეყნის უკეთესი მომავლის სურვილი. მზად ვარ მოვიდე და დაგელაპარაკოთ პირადად ამ ყველაფერზე სადაც მეტყვით", წერია ალეკო ელისაშვილის წერილში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.7
  • 3.1
  • 3.51
  • 0.04
  • 0.48
  • 1.59