აქციის მონაწილეები ირაკლი შოთაძის გადადგომას ითხოვენ

ხუთშაბათი, 31 მაისი, 2018 - 17:13

მთავარ პროკურატურასთან გამართულმა საპროტესტო აქციამ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ გადაინაცვლა.

აქციის მონაწილეები  ირაკლი შოთაძის გადადგომას ითხოვენ. 

მრავალათასიან საპროტესტო აქციას პოლიტიკოსები, ყოფილი საჯარო მოხელეები, არასამთავრობო ორგანიზაციები, პრეზიდენტის ადმინისტრაციის და გიორგი მარგველაშვილის ოჯახის წევრებიც შეუერთდნენ.

ზაზა სარალიძემ აქცია ხორავას ქუჩაზე შვილისა და მისი თანაკლასელის  მკვლელობის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ დააანონსა და საქართველოს მოსახლეობას სამართლიანობის აღდგენისთვის ბრძოლაში მხარდაჭერა სთხოვა.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.03
  • 3.42
  • 0.04
  • 0.5
  • 1.58