თბილისის მე-11 საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი დღეს იწყება

ოთხშაბათი, 30 მაისი, 2018 - 12:33

30 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, თბილისის რიგით მე-11 საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი გაიმართება.

პროექტი საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ქალაქ თბილისის მერიის და კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში ხორციელდება.

ფესტივალის გახსნის ცერემონიაზე 30 მაისს, 20:00 საათზე, (აღმაშენებლის გამზ. 40) ნაჩვენები იქნება პირველი ქართული ანიმაციური ფილმი „არგონავტები“, რომელიც 1935 წელსაა გადაღებული. ქართული და უცხოელი მაყურებლისთვის ამ ფილმის ჩვენება საქართველოს ეროვნული არქივის მხარდაჭერით მოეწყობა.

ქართული კინოს 110 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, „კინოსტუდია ქართული ფილმის“ მხარდაჭერით, ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ძველი ქართული ფილმების აფიშების გამოფენა.

ფესტივალის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება 3 ივნისს, 20:00 საათზე, განახლებული თეატრში „სპარტაკი“ (რუსთაველის გამზ. 19).

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.7
  • 3.1
  • 3.51
  • 0.04
  • 0.48
  • 1.59