აი, ესაა იმის შედეგი, რომ საგარეო მინისტრად ივანიშვილმა ცხვირმოუხოცავი ხელის ბიჭი დანიშნა - მიხეილ სააკაშვილი

სამშაბათი, 29 მაისი, 2018 - 19:01

აი, ესაა იმის შედეგი, რომ საგარეო მინისტრად ივანიშვილმა ცხვირმოუხოცავი ხელის ბიჭი დანიშნა, - ასე ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სირიის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას. 

სააკაშვილის თქმით, მისი პრეზიდენტობის პერიოდში პირველი დიპლომატის თანამდებობა უკიდურესად გამოცდილ გრიგოლ ვაშაძეს ეკავა და რამდენიმე წლის წინ ვაშაძემ ასადს სწორედ დიპლომატიის გამოყენებით მაშინ ხელი ააღებინა ამ განზრახვაზე. 

„სირიის რეჟიმის მიერ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. აღიარებასთან დაკავშირებით ეს არის წარმოუდგენელი მარცხი და ჩავარდნა საქართველოს დიპლომატიის და საგარეო პოლიტიკის. რამდენიმე წლის წინ ზუსტად ასევე იყო დამოკიდებული ასადი პუტინზე და მაშინ ჩვენმა საგარეო მინისტრმა ვაშაძემ და ყველამ ერთად ხელი ავაღებინეთ მას ამ განზრახვაზე. ზუსტად ასევე, ბელორუსი მთლიანად ჩამოკიდებული იყო რუსეთზე და პირადად დავალაგე ლუკაშენკოსთან ურთიერთობა. ივანიშვილმა, რომელიც გვპირდებოდა და ბევრს ეგონა, რომ იცის რუსების ენა, რომ დაალაგებს რუსეთთან ურთიერთობას, ქიციც იცის და ქიცმაცურიც, იცის, როგორ შეუძვრეს, საიდან შეუძვრეს პუტინს, ყველაფერი პირიქით გამოვიდა - რეგიონში მყოფმა ქვეყანამ შეწყვიტა ჩვენი სუვერენიტეტის აღიარება, რასაც ექნება შედეგები საქართველოს მოქალაქეებისთვის, საქართველოს სუვერენიტეტისთვის, თუნდაც დროებით", - აცხადებს სააკაშვილი.

ექსპრეზიდენტი შემდგომშიც არასასიამოვნო სიურპრიზებს არ გამორიცხავს.

"ივანიშვილის ბანდა გვიმზადებს კიდევ ახალ, ძალიან არასასიამოვნო სიურპრიზებს საერთაშორისო არენაზე და ამას აკეთებს სრულიად შეგნებულად. თუ ეს საზიზღარი ექსპერიმენტი დროზე არ დამთავრდა, ჩვენ წინ გველის კიდევ ძალიან ბევრი ჩავარდნა და დანაშაული ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. სირიის ფაქტი უკვე სახეზეა,“ - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.66
  • 3.04
  • 3.45
  • 0.04
  • 0.5
  • 1.57