ზურაბ ჯაფარიძეს იმედი აქვს, რომ ხვალ მარიხუანას მოხმარებაზე 500-ლარიანი ადმინისტრაციული სასჯელი გაუქმდება

სამშაბათი, 29 მაისი, 2018 - 14:27

მოლოდინი გვაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მიყვება იმავე ლოგიკას, რა ლოგიკაც გამოიყენა საქმე #732-თან მიმართებაში, - ამბობს გირჩის პრეზიდენტობის კანდიდატი ზურა ჯაფარიძე.

ხვალ, 30 მაისს, 11:00 საათზე საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს ზურაბ ჯაფარიძისა და ვახტანგ მეგრელიშვილის ერთობლივ სარჩელს, რომელიც მარიხუანას მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სასჯელის გაუქმებას ეხება.

"მოლოდინი გვაქვს, რომ სასამართლო მიყვება იმავე ლოგიკას, რა ლოგიკაც გამოიყენა საქმე #732-თან მიმართებაში და გამოიტანს შესაბამის დადგენილებას, რაც ნიშნავს იმას, რომ მარიხუანას მოხმარებაზე 500-ლარიანი ადმინისტრაციული სასჯელი გაუქმდება. სხვა რა ლოგიკა შეიძლება, განავითაროს სასამართლომ, ჩემთვის წარმოუდგენელია. ამიტომ, პოზიტიური მოლოდინები გვაქვს", - ამბობს ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 30 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაციას მხარი დაუჭირა. მოსარჩელე გივი შანიძე, რომელსაც სამართლებრივ დახმარებას "გირჩი" უწევდა, საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან (პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება) მიმართებით, სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების "ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება" იმ ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვდა, რომელიც ითვალისწინებდა პასუხისგებლობას მარიხუანას მოხმარებისთვის. საკონსტიტუციო სასამართლომ შანიძის სარჩელი დააკმაყოფილა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.7
  • 3.1
  • 3.51
  • 0.04
  • 0.48
  • 1.59