უფლებამდაცველზე განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე ორი პირი პასუხისგებაში მიეცა

ორშაბათი, 28 მაისი, 2018 - 20:46

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უფლებადამცველ მ.ბ.-ს მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე 2 პირი - 1985 წელს დაბადებული ზ.ბ. და 1988 წელს დაბადებულ ს.ბ. პასუხისგებაში მისცეს.

ზ.ბ.-ს ბრალი საქართველოს სსკ-ს 120-ე მუხლით, ხოლო ს.ბ.-ს საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარედგინა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 14 მაისს ბათუმში ნათესავს - მ.ბ.-ს, წარსულში მომხდარი დაპირისპირების გამო, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ზ.ბ.-მ მას ხის ჯოხით მსუბუქი დაზიანებაც მიაყენა. ბრალდებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, ბრალდებულებს სასჯელის სახით ჯარიმა შეეფარდათ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.7
  • 3.09
  • 3.52
  • 0.04
  • 0.48
  • 1.59