ამერიკელმა მეცნიერებმა მოწევის თავის დანებების ეფექტური გზა აღმოაჩინეს

, 27 მაისი, 2018 - 12:59

ამერიკელმა მეცნიერებმა მოწევის წინააღმდეგ ბრძოლაში ფინანსური კომპენსაციის ეფექტურობა დაადგინეს, - იუწყება ჟურნალი New England Journal of Medicine.

ექსპერიმენტში, რომელშიც ექვსი ათასი ადამიანი მონაწილეობდა, მავნე ჩვევის წინააღმდეგ რამდენიმე მეთოდი იყო გამოყენებული -  ინფორმირება ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ,  ელექტრონული სიგარეტების გამოყენება და ფინანსური ჯილდო. ვინც შეძლებდა თავის შეკავებას  მოწევისგან ექვსი თვის განმავლობაში,  თითოეულს 600 დოლარს დაპირდნენ.

როგორც მოსალოდნელი იყო, მონაწილეებმა, რომლებსაც ფულს სთავაზობდნენ, საუკეთესო შედეგები აჩვენა. მოხალისეების რაოდენობამ, რომლებსაც მოწევის გადასაჩვევად  "ტრადიციულ" მეთოდებს სთავაზობდნენ, მხოლოდ 0.5-დან 1 პროცენტს მიაღწია.

მეცნიერები თვლიან, რომ ეს შედეგები იმ კომპანიებმა უნდა გაითვალისწინონ, რომლებიც დასაქმებულებს ეხმარებიან ცუდი ჩვევებისგან გათავისუფლებაში. ფინანსური კომპენსაცია კი  შეიძლება იაფი და ყველაზე ეფექტური გზა აღმოჩნდეს მოწევის წინააღმდეგ ბრძოლაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.01
  • 3.36
  • 0.04
  • 0.49
  • 1.57