მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადების თეატრალიზებული ინსცენირება გაიმართა

შაბათი, 26 მაისი, 2018 - 17:37

26 მაისი, 17:10 საათი, თბილისი, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე - ზუსტად ის დრო, იმ ადგილას, სადაც 1918 წელს ნოე ჟორდანიამ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა, დღეს განსაკუთრებით საზეიმოდ აღინიშნა.

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში 100 წლის წინანდელი მოვლენის -დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადების თეატრალიზებული ინსცენირება გაიმართა.

წარმოდგენას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, საქართველოში ვიზიტით მყოფ სახელმწიფოს მეთაურებსა და მაღალი რანგის სტუმრებთან და ისტორიული დიასპორის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

ღონისძიების დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა, პრეზიდენტმა და პარლამენტის თავმჯდომარემ, მაღალი რანგის დელეგაციების მეთაურებთან ერთად, სამახსოვრო ფოტო გადაიღეს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.7
  • 3.1
  • 3.51
  • 0.04
  • 0.48
  • 1.59