საქართველოს დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის დელეგაცია ეწვევა

პარასკევი, 25 მაისი, 2018 - 10:02

25-31 მაისს დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის დელეგაცია უორდროპის სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში, საპარლამენტო ორმხრივ ვიზიტს გამართავს საქართველოში.

დელეგაციას საგარო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და დიდი ბრიტანეთის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, სოფიო ქაცარავა უმასპინძლებს.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, საპარლამენტო უმცირესობასა და ოპოზიციასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

30 მაისს დიდი ბრიტანეთის პარლამენტის საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელი სიტყვით მიმართავს პარლამენტის წევრებს და მიღებულ იქნება ერთობლივი კომუნიკე, რომელიც მოიცავს ორმხრივი მჭიდრო თანამშრომლობის დადასტურებას, დიდი ბრიტანეთის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებისა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შესახებ.

კომუნიკე ადასტურებს ერთობლივი ძალისხმევის გამოხატვას საერთო ინტერესებისა და ღირებულებების დაცვის მიმართულებით. დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.7
  • 3.1
  • 3.51
  • 0.04
  • 0.48
  • 1.59