საქართველოს ლიტვის პრეზიდენტი და 20-მდე ოფიციალური დელეგაცია ესტუმრება

პარასკევი, 25 მაისი, 2018 - 10:29

 25 მაისს საქართველოს საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მოწვევით, ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე ესტუმრება, რომელიც სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად ეწვევა.

პრეზიდენტის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ საქართველოსა და ლიტვის პრეზიდენტები პირისპირ შეხვედრას გამართავენ, რის შემდეგაც მედიისათვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად, გიორგი მარგველაშვილის მოწვევით, საქართველოს დღეს ასევე ეწვევიან პოლონეთის, სლოვაკეთის, ლატვიის, ფინეთის, სომხეთისა და ევროკომისიის პრეზიდენტები.

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, პრეზიდენტის სასახლეში სახელმწიფოს მეთაურებისა და საერთაშორისო დელეგაციების ხელმძღვანელებისათვის დაგეგმილია დახვედრის ოფიციალური ცერემონია, რომელშიც ქართული მხრიდან მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე.

პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ მთავარ საზეიმო ღონისძიებაზე, თავისუფლების მოედანზე, 6 ქვეყნის პრეზიდენტი და ევროკომისიის პრეზიდენტი ქართველ ხალხის წინაშე წარსდგებიან და საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის ეროვნულ დღესასწაულს მიულოცავენ.

პრეზიდენტებისა და საერთაშორისო დელეგაციების მონაწილეობით გაიმართება მრგვალი მაგიდა პარლამენტში "თანამშრომლობა კეთილდღეობისათვის - მომავალი ასწლეულის სტრატეგია" და საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.02
  • 3.36
  • 0.04
  • 0.5
  • 1.57