დონალდ ტრამპი კიმ ჩენ-ინს აღარ შეხვდება

ხუთშაბათი, 24 მაისი, 2018 - 20:22

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 12 ივნისს დაგეგმილი. შეხვედრა გააუქმა და  ჩრდილოეთ კორეის ლიდერს  კიმ ჩენ-ინს აღარ შეხვდება.

შეხვედრის გაუქმების შესახებ წერილშია ნათქვამია, რომელიც ამერიკის ლიდერმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს გაუგზავმა.

"ნამდვილად მინდოდა თქვენთან შეხვედრა, თუმცა სამწუხაროდ, თქვენი  საშინელი აღშფოთებისა და ბოლო დროს თქვენს მიერ გაკეთებული განცხადებების გამო, ვთვლი, რომ შეუძლებელია შედგეს ეს დაგეგმილი შეხვედრა.", - ნათქვამია ტრამის წერილში.

 ამავდროულად, ტრამპი აღნიშნავს, რომ ის მზად იყო ჩრდილოეთ კორეის ლიდერს სხვა დროს შეხვდეს.

"ვგრძნობდი., რომ ჩვენს შორის შესანიშნავი დიალოგი შედგებოდა  და სწორედ ეს დიალოგია მნიშვნელოვანი. ძალიან მინდა, რომ ოდესმე შევხვდეთ ერთმანეთს", - წერს ამერიკის პრეზიდენტი წერილში.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო აცხადებს, რომ ტრამპის წერილი ფხენიანს უკვე გადასცეს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.03
  • 3.42
  • 0.04
  • 0.5
  • 1.58