ბრიტანეთი ევროპაში "კოკაინის დედაქალაქი" ხდება - შსს

ხუთშაბათი, 24 მაისი, 2018 - 00:17

ბრიტანეთი სწრაფად ხდება ევროპაში  კოკაინის ერთ-ერთი მთავარი მომხმარებელი, -  აცხადებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე უსაფრთხოების საკითხებში ბენ უოლესი.

უოლესის განცხადენით, საკომუნიკაციო ტექნოლოგიებმა ბევრი ახალი შესაძლებლობები მისცა ნარკოტიკებით მოვაჭრეებს, მათ მიიღეს უსაფრთხო გარემო ურთიერთობებისთვის და  როგორც არასდროს, კავშირებს  სწრაფად ამყარებენ.

"ახალგაზრდებს ახლა იოლად შეუძლიათ ნარკოტიკის შეკვეთა როგორც ალბანელ და სერბ, ასევე  ადგილობრივ   მოვაჭრეებთან, გაჩნდა  შესაძლებლობა პირდაპირ მიიღონ დიდი რაოდენობით ნარკოტიკი", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ და დასძინა, რომ  ბრიტანეთში სწრაფად  იზრდება მომხმარებელთა რიცხვი.

როგორც  ნარკოტიკისა და ნარკომომხმარებელთა ევროკავშირის მონიტორინგის ცენტრის გასული წლის კვლევაშია აღნიშნული, ბრისტოლი ევროპაში ნარკოტიკის მოხმარებაში  მეექვსე ადგილზეა  ევროპაში,  ამ ქალაქში ყოველდღე ათას ადამიანზე  754,7 მგ კოკაინი გამოიყენება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.7
  • 3.09
  • 3.52
  • 0.04
  • 0.48
  • 1.59