ირანს არ სჭირდებათ ვინმეს ნებართვა თავდაცვის განმტკიცებაში - გენშტაბის ხელმძღვანელი

ოთხშაბათი, 23 მაისი, 2018 - 11:49

ირანის შეიარაღებული ძალებს არ სჭირდებათ ვინმეს ნებართვა, განავითაროს ქვეყნის თავდაცვა, -  განაცხადა გენშტაბის ხელმძღვანელმა მუჰამედ ჰუსეინ ბაკერმა  პარლამენტში გამოსვლისას, - იუეწყება სააგენტო IRNA.

"მე, როგორც ირანის  შეიარაღებული ძალების წარმომადგენელი, ირანელი ხალხის წარმომადგენლების წინაშე ვაცხადებ, რომ ირანის შეიარაღებული ძალები დღეს, ალაჰის წყალობით, სამხედრო და საბრძოლო მზადყოფნის მწვერვალზე იმყოფება და  არ ველოდებით ნებართვას რომელიმე ძლიერი  ქვეყნისგან",  - განაცხადა მან.

როგორც გამოცემა წერს, გენშტაბის ხელმძღვანელის გამოსვლა პასუხი იყო  აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადებაზე,  რომლის თანახმადაც შეერთებული შტატები განახორციელებს "უპრეცედენტო ფინანსურ ზეწოლას" თეირანზე, თუ  არ შეწყვეტს ბირთვულ და სარაკეტო პროგრამებს, ტერორიზმის ხელშემწყობას რეგიონში და თუ არ გაიყვანს სირიიდან ჯარს..

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.68
  • 3.03
  • 3.43
  • 0.04
  • 0.49
  • 1.58