დროულად იმოქმედეთ, ემიგრანტები და ჩვენი მოქალაქეები გადაგდებული არიან და ეს პრობლება არის ძალიან მასშტაბური - ელისო კილაძე "სვეტის " მენაშენეებს მიმართავს

ორშაბათი, 21 მაისი, 2018 - 23:55

გაზეთ "ქრონიკა+"-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე სამშენებლო კომპანია  "სვეტის " მენაშენეებს მიმართავს და ურჩევს, მოითხოვონ კომპანიის ქონებისა და ანგარიშების დაყადაღება.

"როგორც მოსალოდნელი იყო, დანაპირები არ შესრულდა და მაისის თვეში არც ერთი მშენებლობა არ განახლდა.  სახეზე გვაქვს მასშტაბური თაღლითობა - იმედია, ფინანსურ პოლიციას ამ ქვეყანაში არ ძინავს, დაიწყება გამოძიება და დამნაშავე თაღლითები დაისჯება.

მოითხოვეთ "სვეტის" ქონების და ანგარიშების დაყადაღება - სხვა შემთხვევაში თქვენი ფული დაკარგულია. არ იქნებოდა ურიგო, თუ შსს ,ასევე დაინტერესდებოდა გივი ჯიბლაძის ნარკოტიკებთან კავშირით. მერე რა, რომ მას გოგაშვილი მფარველობს და ჩემგან წაყვანილ ორ აგენტსაც სერიოზულ ხელფასს უხდის.  დროულად იმოქმედეთ - ემიგრანტები და ჩვენი მოქალაქეები გადაგდებული არიან და ეს პრობლება არის ძალიან მასშტაბური", - აცხადებს ელისო კილაძე.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.7
  • 3.09
  • 3.52
  • 0.04
  • 0.48
  • 1.59