მწვანე ჩაის კიბოს სამკურნალოდ გამოიყენებენ

ორშაბათი, 21 მაისი, 2018 - 19:20

 ბრიტანეთის სუონსის უნივერსიტეტის მეცნიერებმა მწვანე ჩაის გამოყენებით  ნანონაწილაკები შექმნეს, რომელმაც, შესაძლოა, ფილტვებში  კიბოს უჯრედები გაანადგუროს.

როგორც ჟურნალი ACS Applied Nano Materials წერს, მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ სხვადასხვა  მიკრობები და მცენარის უჯრედები ნანონაწილაკების ბუნებრივ სინთეზირებას ახდენენ.

მეცნიერებმა უჯრედის ექსტრატის გამოყენებით კვანტური წერტილები მოაგროვეს და დაიწყეს ბაქტერიებსა და კიბოს უჯრედებზე  მუშაობა. აღმოჩნდა, რომ მწვანე ჩაის ექსტრაქტი მცირე ნანონაწილაკებს წარმოქმნის, რომლებსაც განსაკუთრებული სტრუქტურა  აქვთ. მათ შეუძლიათ სინათლის შთანთქმა და ახალი ტიპის ელექტრომაგნიტური ტალღების შექმნას. ასეთმა "ტალღებმა" კი 80%-მდე ფილტვის კიბოს უჯრედების  გაანადგურა.

ბიოლოგები იმედოვნებენ, რომ სამომავლოდ მწვანე ჩაის გამოყენებით შეძლებენ პრეპარატის შექმნას, რომელიც გამოყენებული იქნება კიბოს სამკურნალოდ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.01
  • 3.36
  • 0.04
  • 0.49
  • 1.57