საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, რომ სტრასბურგის სასამართლოში საქმე რუსეთის წინააღმდეგ ჩვენი ქვეყნისთვის წარმატებული იყოს - ირაკლი კობახიძე

, 20 მაისი, 2018 - 21:52

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ 23 მაისს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწყებული საქმე ჩვენი ქვეყნისთვის წარმატებული იყოს.

„ჩვენ ვაკვირდებით ამ პროცესს. ჩვენ გვქონდა საგანგებო შეხვედრაც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, იუსტიციის მინისტრთან და განვიხილეთ ამ სარჩელის საკითხები. ვფიქრობთ, რომ მთავრობამ გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ ეს საქმე იყოს ჩვენი ქვეყნისთვის წარმატებული და დანარჩენი, არის უკვე დამოკიდებული, რა თქმა უნდა, სტრასბურგის სასამართლოზე. ჩვენ ველოდებით, ბუნებრივია, სასამართლოს გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.03
  • 3.42
  • 0.04
  • 0.5
  • 1.58