32-ე ბატალიონი GDRP-ში ჩართვამდე წინამოსამზადებელ წვრთნებს გადის

პარასკევი, 18 მაისი, 2018 - 20:02

ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის ათეულები საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაში (GDRP) უშუალოდ ჩართვამდე წინამოსამზადებელ სწავლება-შეფასებას გადიან.

საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა ოფიციალურად უკვე გახსნილია და ამჯერად მასში IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონია ჩართული. III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონი კი თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაში შემოდგომაზე ჩაერთვება.

წინამოსამზადებელ პერიოდში ქართველ სამხედროებს ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) ინსტრუქტორები აკვირდებიან. სწავლების დროს ქვედანაყოფები ისეთ უნარ-ჩვევებს იმაღლებენ, როგორიცაა ათეულის ტაქტიკური გადაადგილება, ჩასაფრება და სხვა თავდაცვითი თუ შეტევითი ამოცანების შესრულება.

საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამისთვის წინამოსამზადებელი გეგმიური სწავლება-შეფასება, ქვედანაყოფის ათეულების მზადყოფნის სტატუსის დადგენას და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი დამატებითი ღონისძიებების გატარებას ისახავს მიზნად.

2016 წლის დეკემბერში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს შორის უსაფრთხოების სფეროში 2016-2019 წლებისთვის ჩარჩო ხელშეკრულება გაფორმდა. დოკუმენტს ხელი თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილემ მაიკლ კარპენტერმა მოაწერეს.

ჩარჩო ხელშეკრულების ერთ-ერთ მთავარ კომპონენტს საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის განხორციელება წარმოადგენს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.7
  • 3.1
  • 3.51
  • 0.04
  • 0.48
  • 1.59