ლევან იზორიამ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალების სახელმწიფო მინისტრს უმასპინძლა

შაბათი, 19 მაისი, 2018 - 21:50

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალების სახელმწიფო მინისტრ მარკ ლანკასტერს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ უმასპინძლა.

ოფიციალურ შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი ურთიერთობის მნიშვნელობასა და თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. ლევან იზორიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების პროცესში დიდი ბრიტანეთის წვლილი მნიშვნელოვანია. ამ მხრივ საუბარი შეეხო სტრატეგიული კომუნიკაციისა და კიბერუსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობას, ასევე, ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის ფუნქციონირების საკითხებს.

თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტოირული მთლიანობის მხარდაჭერისთვის ბრიტანულ მხარეს მადლობა გადაუხადა.

შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, საქართველოში დიდი ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ძალების სამხედრო ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი დევიდ ეთელი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.7
  • 3.09
  • 3.52
  • 0.04
  • 0.48
  • 1.59