აღმართის დაძლევაში საქართველოს ჩემპიონატის მეორე ეტაპი გაიმართება

შაბათი, 19 მაისი, 2018 - 23:22

კვირას, 20 მაისს 11:00 საათიდან თიანეთის მუნიციპალიტეტში, ღულელები - საბადურის ტყის მონაკვეთზე ჩატარდება საქართველოს ჩემპიონატის მეორე ეტაპი აღმართის დაძლევაში.

აღმართის დაძლევა (Hill Climb) ავტოსპორტის პოპულარული სახეობაა, რომელიც საყოველთაო მოხმარების გზის რომელიმე 5-7 კმ სიგრძის მონაკვეთზე ტარდება. ​ მისი სტარტი და ფინიში ზღვის დონიდან მკვეთრად განსხვავებულ სიმაღლეზეა.

შეჯიბრებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია აბსოლუტურად ყველა ტიპის სპორტულ ავტომობილს.

საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობას იღებს 60-მდე პროფესიონალი მრბოლელი სხვადასხვა კლასის სპორტული ავტომობილებით, მათ შორის 300-350 ცხენიანი BMW-ს, SUBARU STI-სა და MITSUBISHI EVOLUTION-ის მოდელებით. ცალკეულ ეტაპებზე მონაწილეობას ეგზოტიკური ავტომობილებიც მიიღებენ, როგორიცაა US Legend car, Formula Alfa ან Lamborghini Gallardo GT3.

აღმართის დაძლევა 5 ეტაპად ჩატარდება. თითოეულ ეტაპს ჰყავს თავისი გამარჯვებული. გამარჯვებული იქნება ის, ვინც ხუთივე ეტაპის მანძილზე ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს. მეხუთე ფინალური ეტაპი გამოავლენს წლევანდელ გამარჯვებულსაც.

„აღმართის დაძლევის“ ოფიციალური ლიცენზირებული ორგანიზატორია „რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომი“.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.7
  • 3.1
  • 3.51
  • 0.04
  • 0.48
  • 1.59